მაურისიო სარი "იუვენტუსს" დაუბრუნდა !

5-09-2019, 14:05

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, მის გუნდს დაუბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 60 წლის სპეციალისტმა პნევმონიის დადგენის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი გაიარა, რისი საშუალებითაც კლუბში მუშაობის განახლება შეძლო.

ცნობების მიხედვით, სარის სრულად გამოსაჯანმრთელებად, ანტიბიოტიკური მკურნალობის ჩატარება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავკაცის პნევმონიით დაავადების შესახებ მედიამ პირველად, 5 კვირის წინ გაიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით