მესის სეზონის ბოლოს კლუბის უფასოდ დატოვების შანსი აქვს

5-09-2019, 21:48

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის სეზონის დასრულების შემდგომ გუნდის უფასოდ დატოვების უფლება აქვს.

მოგეხსენებათ, არგენტინელი ფორვარდის გამოსასყიდი ფასი 700 მილიონი ევროა. კონტრაქტი კი "ბლაუგრანასთან" 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ეს გამოსასყიდი ფასი მხოლოდ არაევროპული კლუბებისთვისაა დაწესებული.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით სურვილის შემთხვევაში ლეოს 2020 წელს შეუძლია კლუბის უფასოდ დატოვება და ნებისმიერ სხვა გუნდში გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ თავად მესის განცხადებებით, მას კარიერის დასრულება "ნიუელს ოლდ ბოისში" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით