სარი "იუვენტუსს" დაუბრუნდა

5-09-2019, 21:51

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდგომ ტურინის "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი დაუბრუნდა.

მოგეხსენებათ, სარის სეზონის დაწყებამდე პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც გარკვეული პერიოდის საავადმყოფოში გატარება მოუწია. ამის შემდგომ კი იგი სახლში იმყოფებოდა.

"იუვენტუსის" ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს იტალიელი სპეციალისტი გუნდს შეუერთდა და ის ფეხბურთელები ავარჯიშა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არ არიან გამოძახებული.

შეგახსენებთ, რომ სარი "ბებერ სინიორას" გასული სეზონის დასრულების შემდგომ ჩაუდგა სათავეში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით