"სპორტინგის" დირექტორმა "ტოტენჰემს" დასცინა

5-09-2019, 21:56

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრუნო ფერნანდეშის შეძენას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა, მათ შორის ლონდონის "ტოტენჰემი".

ლისაბონის "სპორტინგის" პრეზიდენტის, ფრედერიკო ვარანდასის განცხადებით, მას "ქათმებმა" სასაცილო შეთავაზება გაუკეთეს.

"ტოტენჰემი ბრუნოს სანაცვლოდ 43 მილიონ ევროს გვთავაზობდა. ჩვენ კი 63 მილიონი ევრო გვინდოდა."

"შემდეგ წინადადებაში მათ ბონუსი ჩაამატეს 20 მილიონი ევრო, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. ეს კი არასდროს მოხდება." - აცხადებს "სპორტინის" დირექტორი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით