მოურინიომ ვან დიკის შეძენის შანსი გაუშვა ხელიდან

5-09-2019, 22:22

ვირჯილ ვან დიკი დღეს-დღეისობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და "ლივერპულის" ლიდერია, თუმცა, არსებობდა შანსი იმისა, რომ ისტორია სხვაგვარად განვითარებულიყო.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, 2017 წელს მანჩესტერ "იუნაიტედი" ახლოს იყო ჰოლანდიელი მცველის შეძენასთან, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა.

წყაროს ცნობით, საბოლოოდ ტრანსფერზე უარი ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომელმაც ჩათვალა, რომ ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

შეგახსენებთ, რომ ვან დიკი გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით