ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი: "ინგლისის მიზანი, 2020 წელს ევროპის ჩემპიონობაა"

6-09-2019, 11:08

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი ნახევარმცველი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინი, მის ნაკრებზე საუბრობს:

"ბოლო 2 წლის განმავლობაში სანაკრებო ტურნირებზე გარკვეულ დონემდე გაღწევა მოვახერხეთ, 1/2 ფინალურ ეტაპებებზეც მოვხვდით, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანობა დაგვაკლდა."

"დროა წარსულის შეცდომები გამოვასწოროთ და მიზნად, წარმატების მიღწევა დავისახოთ, ამიტომაც 2020 წელს ინგლისის მთავარი საზრუნავი, ევროპის ჩემპიონობა იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, მომავალ დღეებში, ბულგარეთსა და კოსოვოს დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით