"რეალს" "პსჟ-ს" მბაპესთან დაკავშირებით მოელაპარაკა

6-09-2019, 14:33

როგორც გავლენიანი გამოცემა Sport-ი იტყობინება, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. რ

წყაროს ცნობით, კლუბები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

შეგხსენებთ, კილიანი პსჟ-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა.

გასულ სეზონში მბაპე ლიგა 1-ის ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა, ასევე გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ ფრანგმა 91 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ბოლო სამი წლის განმავლობაში 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით