პიკე: "მესის წასვლა? ეს არ მადარდებს"

6-09-2019, 15:37

როგორც მოგეხსენებათ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ შემტევს ლეო მესის გუნდის დატოვება ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ხერარდ პიკემ გააკეთა.

"ვიცი, რომ მას გუნდის დატოვება ნებისმიერი სეზონის ბოლოს შეუძლია. ამას გარდა, ვიცი, როგორია მისი დამოკიდებულება ბარსას მიმართ, შესაბამისად, არაფერზე არ ვდარდობ".

"ჩემი აზრით, ის სწორად იქცევა, რადგან თავის მომავალზე გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს", - განაცხადა ესპანელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით