ბენზემა: "ადრე "რეალში" ასე იყო"

6-09-2019, 16:01

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მედიის წარმომადგენლებთან წარსული გაიხსენა გარეთ ბეილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის შესახებ ისაუბრა.

"ლიონთან" განსხვავებით, "რეალში" სხვა როლი მქონდა. აქ მთავარი გამტანი რონალდუ იყო. გოლებს მეც ვიტანდი, მაგრამ უფრო გუნდზე ვთამაშობდი, ბევრს ვმოძრაობდი, რათა თანაგუნდელებისთვის სივრცეები შემექმნა. ეს ჩემთვის განსხვავებული სტილი იყო".

"ადრე "რეალში" 9 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი, შესაძლოა, ბომბარდირი ყოფილიყო, მაგრამ მოვიდა ვინგერი, რომელმაც ეს ადგილი დაიკავა".

"ჩვენ გუნდში ბეილი რაკეტა იყო, რონალდუ კი ბომბარდირი. მე მათ შორის ვმოქმედებდი და საქმეს ისე ვაკეთებდი, რომ ყველაფერს ემუშავა" - განაცხადა ბენზემამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით