ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტოვებს?

6-09-2019, 16:53

ყაზახურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ვაისმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების პოსტი დატოვოს და "ასტანა" ჩაიბაროს.

მოგახსენებთ, ვაისს კონტრაქტი ზამთარში ეწურება და მისი გახანგრძლივება სექტემბერში და ნოემბერში ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გუშინ საქართველოს ნაკრები 2:2 დაუზავდა სამხრეთ კორეას.

რა თქმა უნდა, სლოვაკი სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ 2 არჩევანი ექნება – მოიყვანოს კვლავ უცხოელი მწვრთნელი ან ქართველი, რომელსაც არც ენის ბარიერი ექნება და უფრო მეტადაც იცნობს ქართულ ფეხბურთს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით