"სიტი" კოუტინიოს დამატებასთან ახლოს იყო

6-09-2019, 18:58

გასული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგება გახლდათ. თუმცა, შესაძლოა ბრაზილიელი ნახევარმცველის ბედი სხვანაირად გადაწყვეტილიყო.

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტის" პრეზიდენტს ძალიან სურდა ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა.

საბოლოოდ ტრანსფერზე უარი "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რადგან, ის მიიჩნევს, რომ გუნდს საკმარისი ნახევარმცველები ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "რეკორდმაისტერს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით