ვანდა იკარდის "ინტერში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

6-09-2019, 19:01

"პსჟს" ახალწვეულის, მაურო იკარდის აგენტის, ვანდა ნარას განცხადებით, არგენტინელი ფორვარდი შესაძლოა სეზონის ბოლოს ყოფილ კლუბში დაბრუნდეს.

"ეს გაყრა არაა. მაურო და "იკარდი" ჰგვანან წყვილს, რომელსაც მცირე დრო ცალკ-ცალკე ყოფნა სჭირდება, რათა ურთიერთობა დაალაგონ."

"გასულ წელსაც ჰქონდა იკარდის შემოთავაზებები, მაგრამ ის აცხადებდა, რომ კაპიტანი იყო და არ დატოვებდა კლუბს. სწორედ მის გასასხვისებლად დასჭირდა კლუბს მაუროსთვის არმაბანდის ჩამორთმევა." - აცხადებს ვანდა ნარა.

შეგახსენებთ, რომ იკარდი "პსჟს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით