ნიკოლას პეპე კოტ'დ-ვუარის ნაკრებს გამოეთიშა

7-09-2019, 10:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" კოტ'დ-ვუარელი თავდამსხმელი, ნიკოლას პეპე, მისი ნაკრების ღირსების დაცვას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის შემტევს ტრავმა არ მიუღია, თუმცა სურს მის ფიზიკურ კონდინციებზე, ინგლისური გრანდის მაღალი სტანდარტების ბაზებზე იმუშაოს.

ცნობების მიხედვით, პეპეს მთავარი მიზანი ახლა გამძლეობის გაუმჯობესებაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა "მეთოფეებმა", ფრანგული "ლილიდან", 72 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ მოახერხეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით