მაურისიო სარიმ 2020 წლის სატრანსფერო სია გაამზადა !

7-09-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა მაურისიო სარიმ, 2020 წლის სატრანსფერო სია უკვე გაამზადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცილიასტს ყველაზე მეტად, მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს, რისთვისაც მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას შეძენა სცადოს.

ცნობების მიხედვით, სარის ჩამონათვალში ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენიც შედის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს: დანილო ლუისი, გონსალო იგუაინი, ადრიენ რაბიო, აარონ რემსი, მატეის დე ლიხტი და ჯანლუიჯი ბუფონი დაიმატა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით