კიერან ტრიპიერმა დიეგო სიმეონე გააოცა !

7-09-2019, 14:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" ინგლისელმა ახალწვეულმა და მარჯვენა მცველმა, კიერან ტრიპიერმა, დიეგო სიმეონე გააოცა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელ სპეციალისტს ვერ წარმოედგინა, თუ პრემიერ ლიგაში ისეთი მშრომელი მოთამაშეები გამოდიოდნენ, როგორიც თავად 27 წლის გარემარბია.

ცნობების მიხედვით, ტრიპიერმა მისი ძლიერი პერფორმანსებითა და მონდომებით, მოწონება თანაგუნდელებისგანაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "როხი ბლანკოს" რიგებში, ლონდონის "ტოტენჰემიდან", 22.5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით