"რეალის" მთავარი სამიზნე მომავალ ზაფხულს მბაპე იქნება

7-09-2019, 15:30

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახანს დაიხურა, მადრიდის "რეალი" უკვე მომავალი წლის გეგმებს აწყობს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე 2020 წლის სატრანსფერო ბაზარზე კილიან მბაპე იქნება.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თავდამსხმელი "სამეფო კლუბის" ფანია. გარდა ამისა, მან გასულ ზაფხულს განაცხადა, რომ ის ახალი გამოწვევებითვის მზადაა და კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს.

შესაბამისად, მადრიდის "რეალი" არ აპირებს ამ შანსის ხელიდან გაშვებას და მომავალ წელს გუნდი აუცილებლად შეეცდება მბაპეს დამატებას.

შეგახსენებთ, რომ "თეთრებმა" გასულ ზაფხულს 270 მილიონი ფუნტი დახარჯეს ტრანსფერებში და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კლუბმა მბაპეს შეძენა ვეღარ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით