ბეილი: "ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ"

7-09-2019, 15:53

მადრიდის "რეალის" უელსელმა გარემარბმა, გარეთ ბეილმა თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემს გარეშემო განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან გამაკვირვა. ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა."

"პრე-სეზონის დროს არ ვიცოდი, თუ რა ბედი მეწეოდა. თუმცა, მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მადრიდში დავრჩი."

"ვერ გეტყვით, რომ ბედნიერი ვთამაშობ. მაგრამ, მე პროფესიონალი ვარ და ვალდებულება მაქვს, რომ მუდამ მაღალ დონეზე ვიყო."

"გასული სეზონი რთული იყო როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვისაც. სამწუხაროდ, დიდ ყურადღებას არ ვუთმობდი გარკვეულ საკითხებს, რაც ჩემი მხრიდან არასწორი იყო." - აცხადებს ბეილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით