ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული პორობები - "მანჩესტერ იუნაიტედი" პოგბას შენარჩუნებისთვის იბრძვის

7-09-2019, 16:23

როგორც გამოცემა L`Equipe იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას აგენტს მინო რაიოლას დაუკავშირდა და ახალი კონტრაქტი გააცნო.

"წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა და მზად არიან ფრანგს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.

წყაროს ცნობით, კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელი გუნდის დატოვებას ფიქრობდა.

პოგბას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის ახალ ხელშეკრულებაზეა საუბარი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით