კაშია: "წინ ძალიან პრინციპული მატჩი გველის"

7-09-2019, 16:44

კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და მომავალი შეხვედრის შესახებ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა.

"კორეის წინააღდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას პოზიტურად შევაფასებ. ბევრ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ამასთან ერთად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თამაშს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარი, სამწუხაროდ კარგად ვერ დავიწყეთ".

"საერთო ჯამში ძალიან გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურია. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და გაშვებული გოლების ეპიზოდში უკეთესად უნდა გვემოქმედა".

"წინ საკმაოდ საინტერესო და პრინციპული მატჩი გველოდება დანიის ნაკრებთან. კარგი შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 7 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით