ბართომეუ: "მესის შეუძლია "ბარსელონა" მალე დატოვოს"

7-09-2019, 17:37

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  ლიონელ მესის კონტრაქტს რეალური ვადა არ გააჩნია და გუნდის დატოვება 2021 წლამდეც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.

"მესის შეუძლია „ბარსელონა“ 2020-2021 წლების სეზონამდე დატოვოს. კარიერის დასრულება ან სხვაგან წასვლა სათამაშოდ, სადაც მოუნდება. თუმცა, მსგავსი პუნქტი კონტრაქტში პუიოლს, ჩავისა და ინიესტასაც ჰქონდათ".

"ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, ლეო ნამდვილი კულეა, რომელმაც მეეჭვება "ბარსა" დატოვოს. დარწმუნებული ვარ, მესი აქ დარჩება 2021 წლის შემდეგაც", - თქვა ბართომეუმ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით