ვანდა ნარა: "პსჟ" ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო"

17-10-2019, 10:18

ვანდა ნარამ პრესასთან იკარდის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"მაურომ მცირე ბარგი ჩაალაგა და დანარჩენი მე მომანდო. ჩვენი შვილები იტალიის სკოლაში სწავლობენ, ამიტომაც ორივეგან ვიცხოვრებთ – მილანსა და პარიზში. სამი ვარიანტი გვქონდა, რომელთაგანაც "პარი სენ-ჟერმენი" ყველაზე ცუდი იყო ჩემთვის".

"მიუხედავად უარყოფითი ფაქტორებისა, მე მისთვის საუკეთესო ავირჩიე. არაერთი წინადადება მივიღეთ იტალიური კლუბებიდან, თუმცა უარი განვაცხადეთ".

"ჩემი მეგობრების მეუღლეების აგენტობაც შემომთავაზეს, თუმცა უარი განვაცხადე. უბრალოდ არ შემიძლია, რადგანაც იკარდის აგენტობაც ძალიან დამღლელია, მაგრამ ამას სიყვარულით ვაკეთებ", – აცხადებს ვანდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით