"ჩელსი" ემერსონს ახალ კონტრაქტს უმზადებს

7-09-2019, 20:14

როგორც გავლენიანი გამოცემა La  Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ლონდონის "ჩელსი" უახლოეს პერიოდში იტალიელ მცველ ემერსონ პალმიერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
 
წყაროს ცნობით, ლამპარდი ემერსონს გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მიიჩნევს, რასაც ისიც მოწმობს, რომ ინგლისელმა სპეციალისტმა იტალიელი მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში ათამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონი ახალი კონტრაქტის მიხედვით ყოველწლიურად 4,5 მილიონს+ბონუსებს მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით