"მანჩესტერ სიტიმ" ახალი კონტრაქტი შეათანხმა

7-09-2019, 21:05

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" 19 წლის სერბი თავდამსხმელის სლობოდან ტედიჩის ტრანსფერი შეათანხმა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელებს ახალგაზრდა ფორვარდის გადაბირება 3 მილიონი დაუჯდებათ.
 
ამჟამად სერბი "ჩუკარიჩკის" რიგებში გამოდის, რომლის  სპორტულმა დირექტორმა ნენად მიროსავლევიჩმა განაცხადა, რომ  ბრიტანული გუნდი ტედიჩს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.
 
აღნიშნულია, რომ ტედიჩი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ თავიდანვე მთავარ გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს და U23–ის შემადგენლობაში გაირჯება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით