კარლეს პუიოლს მალე "ბარსელონაში" ვიხილავთ !

8-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი და ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი, მის ყოფილ გუნდში ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ გეგმავს კარლესი მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს, თუმცა რა განხრით ვიხილავთ 41 წლის ესპანელს "ბლაუგრანას" რიგებში, ჯერაც უცნობია.

ცნობების მიხედვით, მოლაპარაკებები პუიოლის აგენტსა და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას შორის, უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსელონას" სპორტული დირექტორის ადგილს, ასევე ყოფილი მოთამაშე, ფრანგი მარცხენა მცველი, ერიკ აბიდალი იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით