"მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეას შემცვლელი მოძებნა !

8-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ესპანელი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას შემცვლელის მოძებნა უკვე მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დროს ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა, მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარის, იან ობლაკის შეძენით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, "როხი ბლანკო" 26 წლის კარის დარაჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მის სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით