ვენგერი: "რონალდოსა და მესის შეძენა შეგვეძლო"

8-09-2019, 20:59

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის კრისტიანო რონალდოსა და ლეო მესის გადაბირებას ცდილობდა.

"როდესაც წარსულს გადახედავ ხოლმე, გარკვეულ მომენტებზე აუცილებლად გწყდება გული. ასე იყო ამ შემთხვევებშიც."

"როდესაც ფაბრეგასი შევიძინეთ, მესის თაობაზეც დავიწყეთ მოლაპარაკებები. თუმცა, როგორც კლუბში განგვიცხადეს, ის ხელშეუხებელი იყო."

"რაც შეეხება რონალდოს, სანამ ის მანჩესტერ "იუნაიტედში" გადავიდოდა, არსებობდა შანსი იმისა, რომ ჩვენთან ეთამაშა. მაგრამ, შემდგომ საქმეში ფერგიუსონი ჩაერთო." - აცხადებს ვენგერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით