რამდენს იღებს რონალდო ნაიკისგან?

8-09-2019, 21:03

კრისტიანო რონალდომ 2016 წელს ცნობილ ამერიკულ კომპანია ნაიკთან ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ დრომდე უცნობი იყო, თუ რა თანხას იღებდა პორტუგალიელი ფორვარდი აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით. დღეს კი მისი დეტალები გახდა ცნობილი.

34 წლის ფეხბურთელი ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 16.7 მილიონ ევროს იღებს. გარდა ამისა, მან 2016 და 2017 წლებში ბონუსად 4 მილიონი მიიღო, რომელიც ოქროს ბურთის ან FIFA The Best-ის ჯილდოს მოგების შემთხვევაში არის გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ რონალდო იტალიის სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. "იუვე" ხელფასის სახით მას ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს უხდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით