ბასტონი: "კონტე მწრთვნელების მესია"

17-10-2019, 11:33

მილანის "ინტერის" იტალიელმა მცველმა, ალესანდრო ბასტონიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის მთავარი მწრთვნელის ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

"კონტეზე ყველა დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა, ახლა კი მეც უნდა ვთქვა თუ როგორი დიდია ის".

"კონტე მწვრთნელების მესია. ის ფენომენალურია, განსაკუთრებული საფეხბურთო იდეები აქვს და ყოველთვის შემტევი თამაში სურს".

"კონტეს სავარჯიშო გრაფიკი ძალიან მკაცრია, მაგრამ ასე იყო გასპერინის შემთხვევაშიც, როცა "ატალანტაში" ვთამაშობდი".

"განსხვავება ისაა, რომ ახლა ჩვენ ჩინეთში ვივარჯიშეთ, სადაც წარმოუდგენელი ტენიანობა იყო, რამაც ძალიან გამაწამა, თუმცა ეს პროგრესისთვის აუცილებელია", - განაცხადა იტალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით