ჟირუ: "ჩემი მიზანი პლატინის გადასწრებაა"

8-09-2019, 22:02

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ალბანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და ამ დონეზე თამაში ძალიან სასიამოვნოა. სიხარულის მრავალი მიზეზი არსებობს, განსაკუთრებით პირველი ტაიმიდან. მეორე ნახევარში ცოტათი დავიღალეთ, მაგრამ კარგი კომბინაციები გამოგვივიდა".

"ჩემი მიზანი გატანილი გოლების რაოდენობით მიშელ პლატინის გადასწრებაა. ვფიქრობ, ეს კარგი ორიენტირია, რომელიც მოშვების საშუალებას არ მომცემს", - განაცხადა ფრანგმა.

მოგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბომბარდირებს შორის ჟირუ 36 გოლით მესამე ადგილს იკავებს, პლატინი კი 41 გოლით მეორე პოზიციაზეა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით