კლოპი: "ამ ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა"

8-09-2019, 22:34

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს მომხდარი მოვლენები შეაფასა და  ფილიპე კოუტინიოს "ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

"კოუტინიო მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მისი შეძენა ეს "ბაიერნისთვისა" და  სრულიად ბუნდესლიგისთვის კარგი ტრანსფერია".

"როცა ამის შესახებ პირველად გავიგე, გავიფიქრე, რომ "ბაიერნი" და კოუტინიო ერთმანეთს კარგად შეეწყობოდნენ".

"შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ მისი ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა. ის თანხა, რომელიც მის სანაცვლოდ მივიღეთ უკვე მთლიანად დავხარჯეთ. კოუტინიოს პირადად ვუთხარი, რომ ის "ბაიერნს" მოერგება", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით