ვაისი: "ეს საუკეთესო შედეგი იყო"

8-09-2019, 23:24

დღეს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.

მატჩის შემდგომ "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საუკეთესო შედეგია. იმაზე უკეთესი, ვიდრე ესპანეთთან გამარჯვება. ხარისხი და ხასიათი ვაჩვენეთ, რისთვისაც მადლობა ბიჭებს."

"რაც შეეხება მსაჯს, იყო საკამათო ეპიზოდები, თუმცა, განსაკუთრებული არაფერი. პენალტი არ ყოფილა და მსაჯმა სწორედ განსაჯა ეს მომენტი."

"შეცვლების გვიან გაკეთება პირადი გადაწყვეტილება იყო. კარგად ვთამაშობდით და შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საჭირო არ იყო." - აცხადებს ვაისი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით