ვან დიკმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა

8-09-2019, 23:49

მერსისაიდული "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველი "წითლების" რიგებში 2025 წლამდე დარჩება. ხელფასის სახით კი ყოველკვირეულად 200'000 ფუნტს მიიღებს.

აქამდე ვან დიკს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა და მისი ხელფასი კვირაში 125'000 ფუნტი იყო. ახლა კი 28 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ვან დიკი მერსისაიდულ კლუბს 2018 წლის იანვარში შეუერთდა 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით