იოვიჩი ტრავმირებულია

8-09-2019, 23:52

გუშინ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.

მასპინძელთა ლიდერმა, ლუკა იოვიჩმა შეხვედრაში მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ტრავმაა.

21 წლის თავდამსხმელმა დაზიანება ლუქსემბურგთან შეხვედრაში მიიღო. სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა მან გუშინდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან თამაშის დაწყება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ის უკვე მადრიდში დაბრუნდა, სადაც გამოკვლევების შემდგომ დადგინდება, თუ რა დროის გამოტოვება მოუწევს იოვიჩს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით