პეპ გვარდიოლა მილან შკრინიარს მიუბრუნდა !

9-09-2019, 02:13

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სატრანსფერო რადარზე, ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელთა" შემადგენლობაში, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად დაცვაში მოიკოჭლებს, ესპანელი სპეციალისტი, მილან შკრინიარის დამატებას გეგმავს.

ცნობების მიხედვით, 24 წლის სლოვაკი მცველის სანაცვლოდ, "სიტი" მზადაა 45 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდის დაცვის ხაზის ლიდერი, ფრანგი ემერიკ ლაპორტი, მუხლის ტრავმის გამო, 2020 წლის თებერვლამდე ვერ იასპარეზებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით