ჟორჟინიო: "პრემიერ ლიგაში თამაშმა გამაუმჯობესა"

9-09-2019, 02:17

ლონდონის "ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო ფრელო, მის ინგლისურ კარიერაზე საუბრობს:

"თავდაპირველად ცხადია პრემიერ ლიგაში ასპარეზობა ძალიან გამიჭირდა, ენის ბარიერმა საკმაოდ დიდი პრობლემა შემიქმნა, თუმცა საბედნიეროდ ამ ყოველივეს დაძლევა უკვე მოვახერხე."

"რა მომცა ინგლისში თამაშმა ? პირველ რიგში გამაუმჯობესა, ახლა დაცვაში ბევრად უფრო უკეთესი ვარ და მოედანზეც უფრო მეტი მონდომება მაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "არისტოკრატთა" რიგებში, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით