"რეალი" დონი ვან დე ბეეკს არ ეშვება !

9-09-2019, 02:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში, კვლავ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს ლუკა მოდრიჩის შემცვლელად, ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი შუახაზელი, დონი ვან დე ბეეკი შეიძინოს.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, მზადაა 65 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოლ პოგბას გადაბირებითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით