ნაჩო ერნანდესმა "სევილიაში" თამაშზე უარი თქვა !

9-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, ნაჩო ერნანდესმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, ანდალუსიური "სევილია" იყო დაინტერესებული, რომელიც მას ძირითადში გარანტირებულ ადგილსაც კი სთავაზობდა.

ცნობების მიხედვით, მიუხედავად გაზრდილი სათამაშო დროისა, ნაჩომ მისი "ბავშვობის გუნდში" დარჩენა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ლოს ბლანკოსის" რიგებში, 2011 წლიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით