რის გაკეთებას აპირებდნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები ნეიმარის ტრანსფერისთვის

9-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები მზად იყვნენ ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერისთვის, ყველაფერი გაეკეთებინათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის მოთამაშეებმა, კლუბის ხელმძღვანელებს 27 წლის ვარსკვლავის შესაძენად, ფინანსური დახმარებაც კი შესთავაზეს.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" შემადგენლობის წევრები, ნეიმარის სანაცვლოდ, შემცირებულ კვირეულ ანაზღაურებასაც კი თანხმდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავდამსხმელის ტრანსფერი საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა და ის კვლავ "პსჟ-ს" რიგებში დარჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით