უმტიტი: "არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ჭორები"

9-09-2019, 16:47

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ ლონდონის "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"არ ვიცი საიდან მოვიდა მსგავსი სახის სულელური ჭორები. ერთ საღამოს მეგობარმა დამირეკა და მკითხა, მართლა ვაპირებდი თუ არა "არსენალში" გადასვლას."

"მათ ჩემს აგენტთანაც კი არ უსაუბრიათ. ლონდონელებს არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ ჩემს შესაძენად, ისევე, როგორც მეც არ მქონია სურვილი კლუბის დატოვების."

"ბავშვობიდან ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო. გასული სეზონი რთული იყო, განსაკუთრებით ტრავმების გამო. მაგრამ, ახლა ეს ეტაპი დაძლეულია." - აცხადებს უმტიტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით