კოუტინიოს "ბაიერნში" გადასვლა კლოპმა ურჩია

9-09-2019, 16:51

გასული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგება გახლდათ.

მერსისაიდული "ლივერპულის" თავკაცის, იურგენ კლოპის განცხადებით, ბრაზილიელ ნახევარმცველს მიუნხენში გადაბარგება მან ურჩია.

"სიმართლე გითხრათ, ტრანსფერის წინ მე ვესაუბრე კოუტინიოს და ვუთხარი, რომ "ბაიერნი" მას იდეალურად მოერგებოდა."

"ფილიპე შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ფინანსური სისუსტის გამო დავკარგეთ. კარგი იქნებოდა, ის რომ კვლავ ჩვენი გუნდის წევრი იყოს. თუმცა, ვფიქრობ, "ბაიერნსაც" შესანიშნავად მოერგება." - აცხადებს კლოპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით