რამოსი: "ჩემი მიზანი ამ რეკორდის მოხსნაა"

9-09-2019, 19:01

ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ფარერებთან მოგებული მატჩის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან,  ეროვნულ გუნდში საკუთარი ასპარეზობა შეაფასა.

"რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას. იმედი მაქვს, რომ მეტის მიღწევას შევძლებ, თუ, რა თქმა უნდა, ხელს ტრავმა არ შემიშლის".

"ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩის ჩატარებაა. ადრე ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი, შემდეგ ტიტულები მოვიგე, წინ კი ფეხბურთში კიდევ ბევრი წელი მელის", - განაცხადა რამოსმა.

მოგახსენებთ, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რამოსი ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს იკერ კასილასს გაუთანაბრდა და ახლა მასთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ეროვნულ ნაკრებში რამოსზე მეტი მატჩი მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს აქვს გამართული, იტალიელის ანგარიშზე 176 შეხვედრაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით