კაშია: "საგრძნობლად ვპროგრესირებთ"

9-09-2019, 14:37

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე საქართველოს ერონული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.

"ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ, წინა ხაზის მოთამაშეები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, რითაც მცველებს ძალიან დაგვეხმარნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდად დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ".

"გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები დანიის წინააღმდეგ გამოვასწორეთ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ კორეის წინააღმდეგაც ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვპროგრესირებთ".

"ასევე სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს".



I like your all post. You have done really good work. Thank you for the information you provide, it helped me a lot. I hope to have many more entries or so from you.
fireboy and watergirl

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით