ძანიოლოს აგენტმა "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა

9-09-2019, 23:21

"რომას" ახალგაზრდა შემტევის, ნიკოლო ძანიოლოს აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენა ლონდონის "ტოტენჰემს" სურდა.

"ტოტენჰემმა ინტერესი გამოთქვა. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი შენით დაინტერესებულია, თუმცა, მან სულ ახლახანს გაახანგრძლივა "რომასთან" კონტრაქტი."

"როდესაც მსგავსი დონის გუნდს უნდა შენი შეძენა, ეს ნიშნავს, რომ კარგი სეზონი გქონდა. ლონდონელები მის შეძენას ლო სელსოს დამატებამდე ცდილობდნენ."

"ძანიოლო ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. რომი კი შესანიშნავი ადგილია ამისთვის." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით