გიოცეს შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს

9-09-2019, 21:00

იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" უახლოეს მომავალში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის გადმობირებას ეცდება.

როგორც ცნობილია, იტალიური გუნდი უკვე მართავს მოლაპარაკებას "დორტმუნდთან" მარიო გიოცეს ტრანსფერის შესახებ.

დიდი ალბათობით გერმანელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან წინასწარ ხელშეკრულებას გააფორმებს და შემდეგ წელს უფასოდ შეუერთდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში, გერმანული კლუბის მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 7 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით