"მან სიტიმ" ლაპორტის შემცვლელს "ინტერში" მიაგნო

9-09-2019, 21:37

იტალიური მედიის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტი" მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველის გადმობირებას აქტიურად ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელებისთვის" ზამთარში პრიორიტეტული მილან შკრინიარის დამატება იქნება.

როგორც ცნობილია, პეპ გვარდიოლა "ინტერის" მცველს,  ემერიკ ლაპორტის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კლუბს როგორც მინიმუმ 6 თვით გამოაკლდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იტალიური გრანდი მცველის სატრანსფერო ფასს 70 მილიონ ფუნტს ასახელებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით