"ბარსელონა" მესის სამუდამო კონტრაქტს სთავაზობს

9-09-2019, 13:52

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესის მომავალ ზაფხულს კლუბის უფასოდ დატოვება შეუძლია.

აღნიშნული ინფორმაცია კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმაც დაადასტურა. როგორც ჩანს, ამ თემაზე ბარსელონაში საკმაოდ ნერვიულობენ.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მზადაა არგენტინელ ფეხბურთელს სამუდამო კონტრაქტი შესთავაზოს.

თავად მესის განცხადებებით, კარიერის დასრულება მშობლიურ "ნიუ ელს ოლდბოისში" სურს. ზემოხსენებული კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი მას კარიერის დასრულება ესპანეთში მოუწევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"რომასთან" მატჩის შემდეგ ქვილითაია კონფლიქტში ჩაება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით