გარეთ საუთგეიტი: "ჰარი კეინსაც კი არ აქვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული"

10-09-2019, 01:57

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელზე, ჰარი კეინზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჰარი არაჩვეულებრივი შემტევია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ნაკრების აღზევებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასაც კი, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს."

"სპეციალისტების უმრავლესობა, საწყისს 11-ეულს, ჩემსავით, საუკეთესო ფორმაში მყოფი მოთამაშეებით აკომპლექტებს."

შეგახსენებთ, რომ "ლომები" 10 სექტემბერს, კოსოვოს დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით