მაურისიო სარი: "კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონში მინიმუმ 40 გოლს გაიტანს"

10-09-2019, 02:19

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, გუნდის პორტუგალიელ ვარსკვლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"ვფიქრობ მედიაში უკვე აღარ მჭირდება იმის თქმა, რომ კრიშტიანუ უმაღლესი დონისა და კლასის ფეხბურთელია, რომელზეც საფეხბურთო წესები და კანონზომიერებები არ მოქმედებს."

"ამიტომაც ჩემი აზრით, რონალდუ მიმდინარე სეზონში, მინიმუმ 40 გოლს გაიტანს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 34 წლის შემტევმა 2019/20 წლების სეზონის "სერია ა-ში" ჩატარებულ 2 ტურში, ჯერ-ჯერობით 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით