"თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ", - ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში

10-09-2019, 15:06

ბორჯღალოსნები იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასზე სათამაშოდ უკვე ჩავიდნენ. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თარჯიმანმა ჰაიატე სოტომემ სოციალურ ქსელ Facebook-ში  ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წერილი დაურთო:

"მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ დიდი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ ბორჯღალოსნებმა თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს. ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად".

"ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ".




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით