ტრიპიერი: "სიმეონესთან მუშაობა პროგრესის წყაროა"

10-09-2019, 14:12

გასულ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერის მთავარმა გმირმა კირაან ტრიპიერიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ატლეტიკოში" გადასვლითა  და დიეგო სიმეონესთან მუშაობით  ძალიან კმაყოფილია.

"დიეგო სიმეონესთან მუშაობა პროგრესის წყაროა. ვგრძნობ, რომ დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. ორ თვეში სიმეონესგან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან თანამშრომლობა ემოციებით მავსებს. ის არ ჰგავს იმ მწვრთნელებს, რომელთანაც აქამდე მქონია შეხება".

"მადრიდში ცხოვრება ძალიან მომწონს. ესპანურ ენას ვსწავლობ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ აქ ყოფნა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უკეთესი გავხადო", – განაცხადა ტრიპიერიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით